Saturday, November 10, 2012

სასწავლო პროექტი



პროექტის  სახელწოდება ‘’მთაო  ცხოველო,  ხან  მცინარო,  ხან  ცრემლიანო’’....



პროექტის  თემა: ნიკოლოზ  ბართაძვილის: შემოღამება  მთაწმინდაზედ’’

პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეებთან  ერთად  ვარჩევ  თემას,    მასში  მოსწავლეთა ჩართვა  ხელს  უწყობს  მათი  აქტიურობის  გაძლიერებას.  ისინი  აგროვებენ  მასალას  მთაწმინდის  სახელწოდების  შესახებ, მოიძიებენ  ბარათაშვილის  პირად  წერილებს,  რა  არის  რომანტიკოსებისათვის  მთაწმინდა  და  რა  ადგილი უჭირავს   ქართულ  ლიტერატურაში  ამ  ლექსს. ეს ხელს  უწყობს   მოსწავლეებს  ცოდნისა  და  უნარ-ჩვევების დაუფლებაში.  ყურადღებას   ვამახვილებინებ მის ღირებულებებზე  და  ვაკავშირებინებ  თანამედროვე   ეპოქასთან.  ვაკეთებინებ  დასკვნას,  რამდენად  დაეხმარა  მიღებული  ცოდნა  პრაქტიკაში გამოსაყენებლად  მოსწავლეებს.



პროექტის  მიზნები:  მიზანი,  რომელსაც  ისახავს  ეს  პროექტი  არის ის, რომ  კიდევ  ერთხელ  დავანახო  მოსავლეებს ჩვენი  ქრისტიანული  სამყაროს  დიდებული  ტაძარი- ,,მამა---დავითი’’, ხოლო  ადგილი  -;  მთაწმინდისა.’’  ნიკოლოზ  ბარათაშვილი  საიმედოს  და  სასიხარულოს ეძებდა  ყველგან, როგორც  ბუნების  წიაღში, ისე  ადამიანთა  საზოგადოებაში.  მოსწავლეებს  ვუჩვენებ  მამა-დავითის,  მთაწმინდის  ფოტო  მასალას.

მოსწავლეთა  ასაკი:  14—15 წელი

ვადები|ხანგრძლივობა:  7  დღე

მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეებს  განუვითარდებათ კვლევა-ძიების  უნარი, დაეუფლებიან  ლექსის  მხატვრულ   კითხვას.  შექმნიან  ელექტრონულ  პრეზენტაციას ამ  ლექსის  ირგვლი. ნახატებით  გააფორმებენ  ლექსს.

გამოყენებული რესურსები: ნიკოლოზ  ბარათაშვილის  ლექსი  ‘’შემოღამება  მთაწმინდაზედ’’,  თეთრი  ფურცლები,  სახატავი  ფანქრები.  ტექნიკური  რესურსი:  კომპიუტერი , ინტერნეტი.

სასწავლო  პროექტის  მსვლელობა:  |ძირითადი  აქტივობები|

აქტივობა 1.  თემის წარდგენა და  შერჩევა.  მოსწავლეებს  მხატვრულად  წავუკითხე  ნიკოლოზის  რამდენიმე  ლექსი,  მათ ყველაზე  მეტი  დაინტერესება  გამოხატეს   ლექსის  ‘’შემოღამება მთაწმინდაზედ’’  მიმართ.

აქტივობა  2. შევურჩიე  თემა  და  მას  თან  დავურთე  შესაბამისი კითხვები:
1.საიდან  მოდის  სახელწოდება ,,მთაწმინდა’’?
2.რომელი  პიროვნების   მიხედვით   ეწოდა  ეკლესიას  „მამა  დავითი’?
3.როგორ  განწყობას ქმნის ლექსის დასაწყისი?
4. როგორ არის აღწერილი მთაწმინდა და მისი შემოგარენი?
5. რას წარმოადგენს გარესინამდვილე?
6. რა სანახაობა გადაეშალა პოეტს ,,ტურფას სერზედ მგდომარეს?’’
7. რომელ შედარებებში იჩინა თავი რელიგიურმა სიმბოლიკამ?
8. როგორ აისახა ლექსში რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ლირიკული უსასრულობა?
9. სად ჩანს პოეტის იმედის გამოვლენის გზა?

აქტივობა 3 . ჩამოვაყალიბე საპროექტო ჯგუფი, თითეულ მოსწავლეს მიზანმიმართულად გავუნაწილე მასალები ტექსტიდან.

აქტივობა 4. პროექტის პრეზენტაცია.

აქტივობა 5. პროექტის შეფასება.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

პროექტის ხელმძღვანელი: იზოლდა გიორგაძე

ხელმძღვანელი ელ. ფოსტა: izoldagiorgadze@gmail.com